"დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო" - რას ჰყვება მეტროში მოკლული ბიჭის ახლობელი - ტრაგედიის ახალი დეტალები
ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეტროში მოკლული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია. ის კასპის რაიონის სოფელ ხანდაკიდან იყო. როგორც ახლობლები გვიყვებიან, თბილისში დროდადრო სამუშაოდ ჩამოდიოდა. გააგრძელეთ კითხვა