"ბევრი კითხულობს კოტეს ამბავს... გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა"- რას წერს დაკავებული პედიატრის, კოტე ჩახუნაშვილის ძმა
პედიატრი და მოძრაობა "ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი სამართალდამცველებმა 9 დეკემბერს დააკავეს. ჩახუნაშვილის ძმამ, პედიატრმა დავით ჩახუნაშვილმა სოციალურ ქსელში ძმის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა:
"ბევრი კითხულობს კოტეს ამბავს და კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა.
დღეს ბევრი ადვოკატი იყო მის სანახავად შესული, ასევე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელიც. თითოეულს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
კოტე არის მხნედ, ჯანზე, დასვენებული და შემართებით. შიგნიდან ყველას გითვლით მოკითხვას!
ოქმი ამ ეტაპზეც არ გვაქვს, მაგრამ მისი მუხლი დიდი ალბათობით არის ადმინისტრაციული. სასამართლოც დიდი ალბათობით ხვალ დაინიშნება.
როგორც კი თარიღს/დროს გავიგებ ეგრევე დავწერ ჩემს ფბ გვერდზე და ასევე პედიატრი ძმების გვერდზე.
პ.ს.არ ინერვიულოთ არცერთმა, პირიქით უფრო გაბრაზდით და გაასმაგებული ენერგიით იბრძოლეთ. გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ნუ შეგაშინებთ ვიღაც არალეგიტიმური მარიონეტების ტელეკრანებიდან ბრექა", - წერს დავით ჩახუნაშვილი.