"არხის დირექციის გადაწყვეტილებით... - "რა ინფორმაციას ავრცელებს "იმედი" დუტა სხირტლაძესთან დაკავშირებით?! - კვირის პალიტრა

"არხის დირექციის გადაწყვეტილებით... - "რა ინფორმაციას ავრცელებს "იმედი" დუტა სხირტლაძესთან დაკავშირებით?!

"არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე „ტელეიმედში” აღარ მუშაობს", - ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღა­მით გავ­რცელ­და ინფორმაცია, რომ მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა დუტა სხირტლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და­ტო­ვა. ამ დრომდე, მასთან პი­რა­დად დაკავ­ში­რე­ბა ვერ ხერხდება, რადგან ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს, მედიასთან კომენტარების გაკეთებისგან და ინტერვიუებისგან ის ადრეც თავს იკავებდა ხოლმე.

სოციალურ ქსელში კი ვკითხულობთ დუტას აღშფოთებულ პოსტს, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაწერა, მანამდე, ცნობილია, რომ ის საპროტესტო აქციებზე ხშირად დადიოდა:

"ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!!

ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას, ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს... ჟურნალისტებს, ოპერატორებს...

ქვეყანა ამათია. შვილებისაა...

ვიღაცები "ბანდერლოგებს" უწოდებენ.. აი, ამათ... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს.

ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის.

თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ...

ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს", - წერს დუტა.

როგორც ambebi.ge წერს, დუტა სხირტლა­ძის მიერ არ­ხის და­ტო­ვე­ბა დაადას­ტუ­რა მის­მა მე­უღ­ლემ - მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, ნამ­დვი­ლად და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი".