თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე შორდებიან? - რატომ აღარ ჩანს შარანგია საზოგადოებრივ ღონისძიებებში
თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის წყვილის გარშემო ბოლო დროს თბილისში ისევ ბევრს ჭორაობენ.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათი "ლავსთორი" საჯარო გახდა, მუდმივად მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენ. თბილისში ისევ საუბრობენ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თათია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Ambebi.ge-ს წყარო უყვება, რომ ახლა მათ ცხოვრებაში არც თუ ისე კარგი პერიოდია და ისინი გაყრის ზღვარზე არიან. ჩვენი ინფორმაციით, ჯარჯი თორაძეს ბოლო დროს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, თათია, მუდმივად გვერდით ედგა მეუღლეს და მისი მთავარი დამხმარე და მხარდამჭერი იყო. გააგრძელეთ კითხვა
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს კი თათია სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
"როგორ მიხარია, რომ ჩემი მეგობრების სიაში ძალიან ცოტაა ვინც “ორმხრივ ძალადობას გმობს”!!!
ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველ საღამოს საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას.
სისხლი მეყინება, გული მიჩერდება იმაზე, თუ რასაც ვუყურებ ყოველ საღამოს".