"ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი,  მკითხა "თქვენი პრეზიდენტი შარველაძეა ხომ?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი შოთა არველაძეზე - კვირის პალიტრა

"ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი,  მკითხა "თქვენი პრეზიდენტი შარველაძეა ხომ?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი შოთა არველაძეზე

"შოთა არველაძე ამ დღეებში იქცევა როგორც ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"მე შოთა პირველად გავიცანი 90-იან წლებში, როცა "აიაქსის" სუპერვარსკვლავი იყო და ჰოლანდიელების დიდი სიყვარულით სარგებლობდა, გამორჩეული შრომისმოყვარეობისა და მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო. არასდროს ყოფილა ფულის "ხამი" და ნიშანწყალი არ ჰქონდა ვარსკვლავური ავადმყოფობის.

იმ დღეებში ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი, მკითხა "თქვენი პრეზიდენტი შარველაძეა ხომ?" (შევარდნაძის დრო იყო)", - წერს სააკაშვილი.