12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა - მემკვიდრეობა, რომელიც მწერალმა დაგვიტოვა - კვირის პალიტრა

12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა - მემკვიდრეობა, რომელიც მწერალმა დაგვიტოვა

12 დე­კემ­ბე­რი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა. მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კოსს ეკუთ­ვნის მო­თხრო­ბა­თა კრე­ბუ­ლე­ბი: „გზა“, „ძია შო­თას ბა­დია“, არა­კე­ბის კრე­ბუ­ლი „თაფ­ლის წვე­თი“, კრი­ტი­კულ-პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი, სცე­ნა­რე­ბი და სტა­ტი­ე­ბი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­კი­თხებ­ზე; უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რო­მა­ნე­ბი: „დათა თუ­თაშ­ხია“, „გორა მბორ­გა­ლი“ და „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“.

1944 წელს მწე­რა­ლი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყო „სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის მზა­დე­ბის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ­ლის წევ­რო­ბის­თვი­საც მწე­რა­ლი და­ა­კა­ვეს, „თეთ­რი გი­ორ­გი“ ერ­ქვა. 1944 წლის აპ­რილ­ში ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. პრო­კუ­რო­რის მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ ის ლმო­ბი­ე­რად ჩათ­ვა­ლა და უმაღ­ლე­სი ზო­მით – დახ­ვრე­ტით შეც­ვა­ლა.მი­უ­ხე­და­ვად უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი­სა, მწე­რა­ლი სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

მისი რო­მა­ნი „დათა თუ­თაშ­ხია“ სწო­რედ პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის­გან მოს­მე­ნი­ლი ის­ტო­რი­ით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი რო­მა­ნის ფა­ბუ­ლას სა­ფუძ­ვლად უდევს სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ სა­ჩი­ნოს მკვიდრ გუძა შე­ლი­ას და მის მა­მი­დაშ­ვილ შალ­ვა კვა­რა­ცხე­ლი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ერთი მო­ნაკ­ვე­თი. შე­ლი­ას 1930-40-იან წლებ­ში უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და იმ­დრო­ინ­დელ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რის გა­მოც მო­უ­წია გა­აბ­რა­გე­ბა. კვა­რა­ცხე­ლია მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო და გუ­ძას აბ­რა­გო­ბა კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ხელს უშ­ლი­და. სწო­რედ მისი რჩე­ვით ჩა­ბარ­და გუძა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რად­გან შალ­ვა დაჰ­პირ­და, რომ ერთ წე­ლი­წად­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნებ­და, მაგ­რამ მან ეს და­ნა­პი­რე­ბი არ შე­ას­რუ­ლა. გუძა შე­ლია შეხ­ვდა ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში 1945 წელს, რო­დე­საც ჭა­ბუა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყო ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გუ­ძამ ჭა­ბუ­ას მო­უყ­ვა თა­ვი­სი ამ­ბა­ვი, რაც მწე­რალ­მა შემ­დგომ­ში გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი რო­მა­ნის ფა­ბუ­ლად. გუძა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას მოკ­ლეს.

16 დე­კემ­ბერს გა­მო­ი­ცე­მა ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ხუ­თტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ეს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნობ და საყ­ვა­რელ რო­მა­ნებს, მო­თხრო­ბებს, ეტი­უ­დებ­სა და ჩა­ნა­წე­რებს მო­ი­ცავს, ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რია ჭა­ბუ­ას შე­მოქ­მე­დე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის.

ხუ­თტო­მე­ულ­ში შე­სუ­ლია ისე­თი შე­დევ­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა „დათა თუ­თაშ­ხია“, „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ და „გორა მბორ­გა­ლი“, ასე­ვე „ფრაგ­მენ­ტე­ბი“ – ამო­ნა­რი­დე­ბი ავ­ტო­რის პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან და სა­ჯა­რო მი­მარ­თვე­ბი­დან.

თი­თო­ე­უ­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე, ისე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

NS