"ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი მკითხა, "თქვენი პრეზიდენტი არველაძეა ხომ?" - რას წერს და რა ისტორიას იხსენებს შოთა არველაძეზე მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი მკითხა, "თქვენი პრეზიდენტი არველაძეა ხომ?" - რას წერს და რა ისტორიას იხსენებს შოთა არველაძეზე მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შოთა არველაძეზე პოსტს აქვეყნებს:

"შოთა არველაძე ამ დღეებში იქცევა, როგორც ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი. მე შოთა პირველად გავიცანი 90-იან წლებში, როცა "აიაქსის" სუპერვარსკვლავი იყო და ჰოლანდიელების დიდი სიყვარულით სარგებლობდა, გამორჩეული შრომისმოყვარეობისა და მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო. არასდროს ყოფილა ფულის "ხამი" და ნიშანწყალი არ ჰქონდა ვარსკვლავური ავადმყოფობის. იმ დღეებში ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი მკითხა "თქვენი პრეზიდენტი არველაძეა ხომ?" (შევარდნაძის დრო იყო ) - წერს სააკაშვილი.