სად უნდა დადგათ ნაძვის ხე, რომ 2025 წელს იღბალი მიიზიდოთ? - კვირის პალიტრა

სად უნდა დადგათ ნაძვის ხე, რომ 2025 წელს იღბალი მიიზიდოთ?

რად­გან 2025 წელი მწვა­ნე ხის გვე­ლის წე­ლია, სა­სურ­ვე­ლია, ნაძ­ვის ხე იყოს ხის, ნა­ტუ­რა­ლუ­რი და მას­ზე მწვა­ნე (მა­ლა­ქი­ტის­ფე­რი, ზურ­მუხ­ტის­ფე­რი, ზე­თის­ხი­ლის­ფე­რი და ხა­კის­ფე­რი), ხის­ფე­რი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი, თეთ­რი და კრე­მის­ფე­რი ბურ­თე­ბი ჩა­მო­კი­დოთ. სპი­ლენ­ძის­ფე­რი და ოქ­როს­ფე­რი "წვი­მა" დღე­სას­წა­უ­ლის მთა­ვარ ხეს მეტ ბზინ­ვა­რე­ბას შე­მა­ტებს.

ფენ შუის მი­ხედ­ვით, ად­გილს, სა­დაც ნაძ­ვის ხეს დად­გამთ, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. კარ­თან, გა­და­სას­ვლე­ლებ­თან, სი­ნათ­ლის ან ხმის წყა­რო­ებ­თან ახ­ლოს ნაძ­ვის ხე აძ­ლი­ე­რებს და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შთა­გო­ნე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ფენ შუის თვალ­საზ­რი­სით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რას ჩა­იც­ვამთ 2025 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ან რას მო­ამ­ზა­დებთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის. შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე ჩა­იც­ვით რაც მოგ­წონთ და მი­ირ­თვით რაც გინ­დათ.

ისევ ნაძ­ვის ხეს მი­ვუბ­რუნ­დეთ: იმი­სათ­ვის, რომ თქვენ­მა ნაძ­ვის ხემ წარ­მა­ტე­ბა მო­გი­ტა­ნოთ, მო­ა­თავ­სეთ იგი შემ­დეგ ზო­ნებ­ში:

სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი და ჩრდი­ლო­ე­თი - ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ხელს შე­უ­წყობს კა­რი­ე­რულ წარ­მა­ტე­ბას, გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბის გა­ჩე­ნას და პი­რა­დი მიღ­წე­ვე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას.

სამ­ხრე­თი - აქ ნაძ­ვის ხე გაზ­რდის სხვე­ბის მხარ­და­ჭე­რას და ხელს შე­უ­წყობს თქვე­ნი კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

თუ ამ სექ­ტო­რებ­ში ხეს ვერ გა­ნა­თავ­სებთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ გირ­ლან­დე­ბი ან სხვა მბზი­ნა­ვი დე­კო­რა­ცი­ე­ბი, რათა გა­ა­აქ­ტი­უ­როთ ენერ­გია სა­სურ­ველ ად­გი­ლებ­ში.

ყვე­ლა და­ნარ­ჩენ სექ­ტორ­შიც შე­გიძ­ლი­ათ ნაძ­ვის ხე გა­ნა­თავ­სოთ, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია გირ­ლან­დე­ბის გა­რე­შე.

მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ნაძ­ვის ხის და დე­კო­რის ფერ­თა სქე­მაც. არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც უმ­ჯო­ბე­სია უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოთ ნა­თელ ფე­რებს, ცივ ან თბილ ფე­რებს. მა­გა­ლი­თად:

ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ­ში და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში - ვერ­ცხლის­ფე­რი და ოქ­როს­ფე­რი სა­თა­მა­შო­ე­ბით მორ­თეთ.

ჩრდი­ლო­ე­თის­თვის, სამ­ხრე­თი­სა და სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თის­თვის - წი­თე­ლი ტო­ნე­ბი გა­მო­გად­გე­ბათ.

და­სავ­ლეთ და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს ლურ­ჯი და მწვა­ნე ფე­რის დე­კო­რა­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ.

რო­დის დავ­დგათ ნაძ­ვის ხე?

ნაძ­ვის ხის მორ­თვა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ, მაგ­რამ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ვა­დე­ბი და­დე­ბი­თი ენერ­გი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. მა­გა­ლი­თად, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის დღე­სას­წა­ულ­ზე (19 დე­კემ­ბე­რი). თუ გწამთ კე­თი­ლი წმინ­და ნი­კო­ლო­ზის, მა­შინ ამ დღეს დად­გით ნაძ­ვის ხე. ამ­გვა­რად უფრო მეტ მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებთ წმინ­და­ნის­გან. იხილეთ სრულად