"როგორც ჩანს, რუსთაველზე დღეს აქცია არ იმართება. ამაზე ბევრად მეტი ისედაც ყოველ საღამოს სეირნობს ხოლმე რუსთაველის გამზირზე" - რას წერს რატი იონათამიშვილი
"ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე წერს:
"როგორც ჩანს, რუსთაველზე დღეს აქცია არ იმართება. ამაზე ბევრად მეტი ისედაც ყოველ საღამოს სეირნობს ხოლმე რუსთაველის გამზირზე. ოპოზიცია საგონებელშია, სად წაიყვანოს იუკნევიჩიენე და მისი ამფსონები? აქცია არ ჩანს და არ გამოვრიცხავ, ზეგ, ნაძვის ხის ანთებაზე გამოიყვანონ. ხალხი იქ იქნება" - წერს დეპუტატი.