"მამამისი მოსაძებნად წავიდა, თუმცა პოლიციამ ის გარდაცვლილი იპოვა" - ქალი, რომელსაც ერთი თვე ეძებდნენ, იპოვეს - რა მოხდა ამერიკაში?
31 წლის ჰავაელი ქალის ჰანა კობაიაშის ამბავმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. ის ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 ნოემბერს გაუჩინარდა და მას შემდეგ პოვნა ვერავინ შეძლო. ქალი ახლახან გამოჩნდა. როგორც ცნობილია, ის კარგადაა და ოჯახთან კონტაქტი აქვს.
ჰანა თავისი ინიციატივით დაუკავშირდა ოჯახს.
"დავმშვიდდით და მადლიერები ვართ, რომ ჰანა კარგად არის. ეს ბოლო თვე ჩვენი ოჯახისთვის წარმოუდგენლად რთული იყო. დრო გვჭირდება, რომ გადავლახოთ და გავაანალიზოთ ის, რაც გავიარეთ. გვსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში მხარი დაგვიჭირა. თქვენი სიკეთე და მზრუნველობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
ჰანა ჰავაიდან ნიუ-იორკში საოცნებო მოგზაურობაში მიდიოდა, თუმცა გაუჩინარდა. მამამისი მოსაძებნად წავიდა, თუმცა ძებნის პროცესში თვითმკვლელობამდე მივიდა. პოლიციამ ის გარდაცვლილი იპოვა.
მიმდინარე თვის დასაწყისში ლოს ანჯელესის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰანამ ნებაყოფლობით გადალახა მექსიკის საზღვარი, მაგრამ ახალგაზრდა ქალის ოჯახს არ სჯეროდა პოლიციის განცხადების და ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ იყო თუ არა ჰანა უსაფრთხოდ.
გამოძიების თანახმად, კობაიაშიმ "ნებაყოფლობით" დატოვა აეროპორტი, შემდეგ კი...