"ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს! ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას!”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.
მდინარაძის განცხადებით, “ერთან მებრძოლი ძალისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ისინი ვეღარასოდეს გაიმარჯვებენ საქართველოში“.“ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია… ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ! ვეღარასდროს! ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს! ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას!”, - წერს მამუკა მდინარაძე.