სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია.
"ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ევროპა თავისუფალი არჩევანია ქართველი ხალხის, რომელსაც "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის მანდატი არ მიუცია შეტრიალებისთვის! მადლობა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ დააშინონ," - წერს ზურაბიშვილი.