"არ დავნებდები, სამხრეთ კორეისთვის ბოლო მომენტამდე ყველაფერს გავაკეთებ" - რას ამბობს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, რომლის ინპიჩმენტსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა?
არ დავნებდები, ამ ქვეყნისთვის ბოლო მომენტამდე ყველაფერს გავაკეთებ, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის უფლებამოსილებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ქვეყნის პარლამენტის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„მე არ დავნებდები. ჩემი მისამართით გამოხატული მხარდაჭერის გათვალისწინებით ამ ქვეყნისთვის ბოლო მომენტამდე ყველაფერს გავაკეთებ“, - განაცხადა იუნ სუკ იოლმა.
მისივე თქმით, „ახლა მას დროებით გაჩერება მოუწევს, მაგრამ მომავლის გზა, რომელიც ხალხთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიარა, არ უნდა შეჩერდეს“.
შეგახსენებთ, დღეს სამხრეთ კორეის პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ხმა 204-მა პარლამენტარმა მისცა. ახლა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ამ დროის განმავლობაში მას უფლებამოსილება შეუჩერდება და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სო შეასრულებს.