„მთა თავისუფლებისთვის" - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მთამსვლელები, მოთხილამურეები, სპორტსმენები, მათ შორის ჩოგბურთელები შეუერთდნენ - კვირის პალიტრა

„მთა თავისუფლებისთვის" - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მთამსვლელები, მოთხილამურეები, სპორტსმენები, მათ შორის ჩოგბურთელები შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მთამსვლელები, მოთხილამურეები, სპორტსმენები, მათ შორის ჩოგბურთელები შეუერთდნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით „მთა თავისუფლებისთვის - დავდგეთ ერთად ჩვენი მომავლის დასაცავად“.

მათ რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.

სკანდირებენ „საქართველო, საქართველო“.

მომიტინგეებს ანთებული აქვთ ფარნები, ასევე ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები.