"ღმერთმა ძალა მოგცეს მიშა, საქართველოს საკეთილდღეოდ!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას?
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურებიან:
მომღერალი ზურა ხაჩიძე: ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას! ღმერთმა ძალა მოგცეს მიშა, საქართველოს საკეთილდღეოდ!
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: "მეგობრებო, ალბათ არ ელოდით და უნდა გაუწყოთ რომ გაიმარჯვა ყაველაშვილმა! არჩევნებში, სადაც მხოლოდ ყაველაშვილი მონაწილეობდა. ჰოი საოცრებავ. ეს მოულოდნელი ამბავია."
ჟურნალისტი ვახო სანაია: "ბოლო წამამდე მეგონა, რომ კალანდარიშვილი და ყაველაშვილი მაისურებს გაცვლიდნენ". გააგრძელეთ კითხვა