ევროკავშირის სანქციები თინა კანდელაკსა და "ინფო-დი­ვერ­სან­ტე­ბს" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

ევროკავშირის სანქციები თინა კანდელაკსა და "ინფო-დი­ვერ­სან­ტე­ბს" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

ევ­რო­კავ­ში­რი თინა კან­დე­ლა­კი­სა და სხვა "ინფო-დი­ვერ­სან­ტე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს ამ­ზა­დებს - სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მო­ცხად­დე­ბა ორ­შა­ბათს, ეხე­ბა იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან რუ­სე­თის ჰიბ­რი­დულ ოპე­რა­ცი­ებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ში. სი­ა­ში 16 ადა­მი­ა­ნი და სამი კომ­პა­ნია მოხ­ვდე­ბა.

მათ შო­რის იქ­ნე­ბი­ან პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან ოპე­რა­ცი­ა­ში Doppelgänger ("ორ­მა­გი"), დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა და­ი­წყო უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ. ის და­სავ­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი­ის­თვი­საა გა­მიზ­ნუ­ლი. მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ი­სა და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წყა­რო­ე­ბის იმი­ტა­ცი­ურ ვებგ­ვერ­დებ­ზე ყალ­ბი ამ­ბე­ბი ქვეყ­ნდე­ბა.

ევ­რო­პე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ოპე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და შპს GC Structural-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლაი ტუ­პი­კი­ნი. მას­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სო­ფია ზა­ხა­რო­ვაც. მათ გარ­და, სან­ქცი­ე­ბი შე­საძ­ლოა და­უ­წე­სონ ტე­ლე­წამ­ყვანს და გა­ზპ­რო­მის მე­დი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს თი­ნა­თინ (თინა) კან­დე­ლაკს. გააგრძელეთ კითხვა