"არანაირი მსვლელობა ტაძრის მხრიდან არ არის დაგეგმილი რუსთაველის მიმართულებით" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
დეკანოზი შალვა კეკელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დღეს არანაირი მსვლელობა არ არის დაგეგმილი ტაძრის მხრიდან. ამის შესახებ ინფორმაცია ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალვა კეკელია მრევლთან ერთად მსვლელობას გეგმავდა.
"5 საათზე ტაძარში დაიწყება ლოცვა (მწუხრ-ცისკარი), რომელიც 7 საათამდე გაგრძელდება.7 საათზე ჩატარდება ღვთისმშობლისადმი სამშვიდობო პარაკლისი, რის შემდეგაც მოძღვარი ჩაიბარებს აღსარებებს. არანაირი მსვლელობა ტაძრის მხრიდან არ არის დაგეგმილი რუსთაველის მიმართულებით.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, მოგვმადლოს მშვიდობა და ერთმანეთის სიყვარული", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.