"თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ახალ წელს ართმევთ" - ლაშა ტალახაძე "ტვ პირველის" ჟურნალისტს
თავისუფლების მოედანზე ცოტა ხნის წინ დეპუტატები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი გამოჩნდნენ. ისინი მოქალაქეთა იმ ნაწილთან ერთად იმყოფებოდნენ, რომლებიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიას უნდა დასწრებოდნენ.
გენო პეტრიაშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, რომ მათთან კომენტარს არ გააკეთებდა, "სანამ მათ ამომრჩევლებს პატივს არ სცემდნენ". ხოლო ლაშა ტალახაძემ აღნიშნა:
"თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ახალ წელს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ". გააგრძელეთ კითხვა