"ის არავინ არ არის, არც ფეხბურთში, არც ცხოვრებაში, არც პარლამენტში, კაცია, რომლის გინების მეტიც ვერაფერი დავიმახსოვრეთ" - ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ყაველაშვილზე
პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა იმაზე, როგორ დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად:
"ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სხვადასხვა მოტივით, მაგრამ მაინც შესთავაზა კახი კალაძის კანდიდატურა. "კარგი ფეხბურთელი იყო, კარგი მერია, მერად უკვე აღარ აირჩევენ იმიტომ, რომ თბილისი წაგებული გვაქვს და იქნებ პრეზიდენტად გავუშვათო", პარტიული კარიერიდან უნდოდა გადაეგზავნა სხვა მიმართულებით. იფიქრა, იფიქრა პატიოსანმა ბიძინამ ივანიშვილმა და ამ ნათქვამიდან მარტო ერთი დაიმახსოვრა, რომ ფეხბურთელი იყოო, კალაძე ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო, რაც შეეხება ყაველაშვილი, ის არც ფეხბურთში არ ვარგოდა, როგორი განათლებაც აქვს და როგორი უზრდელიც არის, ფეხბურთელიც ასეთი იყო და სხვათა შორის საქართველოში ასი კაცი მაინც მოიძებნება, რომელსაც ფეხბურთში მასზე გაცილებით დიდი დამსახურება აქვს. ფეხბურთელი რომ არის ჰგონია, რომ პოპულარულია. ახლა საქართველოში ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, რომ ყაველაშვილის ფეხბურთელობა დიდი ხანია დავიწყებულია, ის არავინ არ არის, არც ფეხბურთში, არც ცხოვრებაში, არც პარლამენტში, კაცია, რომლის გინების მეტიც ვერაფერი დავიმახსოვრეთ" - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ინფორმაციისთვის, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიშა ყაველაშვილი აირჩია.