სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს შეხვდა
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს შეხვდა.
ორბელიანების სასახლესთან იმყოფებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მარშით მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათან.
აქციის მონაწილეები პრეზიდნეტის გამოჩენას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეები სასახლესთან აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი. მათ მადლობა გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რასაც “პრეზიდენტი საქართველოსთვის აკეთებს”.
პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მსვლელობის მონაწილეები ამ დროისთვის, უკვე გადაადგილდებიან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე მეთვრამეტე დღეა გრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"