"ჩემი ძმა კონტაქტზე რომ აღარ გამოვიდა, წავედი გუდაურში... იქ უკვე პოლიცია მუშაობდა" - რას ჰყვება დაღუპულის ძმა - გუდაურის ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმა კონტაქტზე რომ აღარ გამოვიდა, წავედი გუდაურში... იქ უკვე პოლიცია მუშაობდა" - რას ჰყვება დაღუპულის ძმა - გუდაურის ტრაგედიის დეტალები

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში პო­ლი­ცი­ამ 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი 25 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან 11 - უცხო ქვეყ­ნის, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.რო­გორც ირ­კვე­ვა, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეს ახა­ლი გუ­და­უ­რის ასას­ვლელ­თან მარ­სა­გიშ­ვი­ლე­ბის კერ­ძო სახ­ლი ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი, სა­დაც პირ­ველ სარ­თულ­ზე იყო ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი "ჰა­ვე­ლი", მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი - რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი, სა­დაც ღა­მით ეძი­ნათ. სწო­რედ მე­ო­რე სარ­თულ­ზე დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია.ცხედ­რე­ბი ტაქ­სის მძღოლ­მა იპო­ვა, რო­მე­ლიც ობი­ექტს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით ამა­რა­გებ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 ადა­მი­ა­ნი გე­ნე­რა­ტო­რის გა­მო­ნა­ბოლ­ქვით გა­ი­გუ­და.

ირ­კვე­ვა, რომ გუ­და­ურ­ში ინ­დო­ე­თის 11-მა მო­ქა­ლა­ქემ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი 2 წლის წინ იქი­რა­ვა და იქ საკ­ვებ ობი­ექტს ამუ­შა­ვებ­დნენ. მათ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კარ­გად იც­ნობ­დნენ. გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კი 25 წლი­დან 40-წლამ­დე მერ­ყე­ობს. მათ­გან 8 მა­მა­კა­ცი და 4 ქა­ლია. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რი­საა რეს­ტორ­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

"დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­კავ­შირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი კონ­ტაქ­ტზე აღარ გა­მო­ვი­და, ამი­ტომ წა­ვე­დი გუ­და­ურ­ში. როცა ჩა­ვე­დი იქ უკვე პო­ლი­ცია დამ­ხვდა, შიგ­ნით არ შე­მიშ­ვეს, თუმ­ცა მი­თხრეს, რომ 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ძმა "კუ­რი­ე­რი PS"-თან სა­უბ­რი­სას.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 25 წლის გუ­რან­და ჩხა­ი­ძე.

გააგრძელეთ კითხვა - "გარდაიცვალა 25 წლის ქართველი გოგონა, რომელიც მიმტანად მუშაობდა. ორი ახალგაზრდა კართან იპოვეს" - გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები