"ევროკავშირი დღეს არ დაუწესებს სანქციებს ქართველ ჩინოვნიკებს" - რას წერს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი
ევროკავშირი დღეს არ დაუწესებს სანქციებს ქართველ ჩინოვნიკებს. უნგრეთი და კიდევ რამდენიმე წინააღმდეგია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, რაც შეიძლება მოხდეს არის ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა სავიზო რეჟიმის შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.
"ინტერპრესნიუსი"