"შეიძლება ჩვენი თეატრი დაიხუროს, მაგრამ არ ვჩივი. გა­მორ­თე ის არხი, რო­მე­ლიც სულ გა­ტყუ­ებს, წადი აქ­ცი­ებ­ზე და შენი თვა­ლით ნახე, რაც ხდე­ბა!" - კვირის პალიტრა

"შეიძლება ჩვენი თეატრი დაიხუროს, მაგრამ არ ვჩივი. გა­მორ­თე ის არხი, რო­მე­ლიც სულ გა­ტყუ­ებს, წადი აქ­ცი­ებ­ზე და შენი თვა­ლით ნახე, რაც ხდე­ბა!"

"იმე­დი მქონ­და ის ჯო­ჯო­ხე­თი აღა­რა­სო­დეს მობ­რუნ­დე­ბო­და, საბ­ჭო­ეთს, რუ­სეთს თავი და­ვაღ­წი­ეთ და დღეს რომ ისევ ჩემი შვი­ლის, მისი თა­ო­ბის სა­ო­მა­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ თა­ვისი აღ­შფო­თე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რა...

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბრძან­დე­ბით, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბევ­რი ბრძო­ლა გა­მო­ი­ა­რეთ, რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- დიახ, მახ­სოვს 9 აპ­რილს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბუ­ფეტ­ში ვის­ხე­დით და იმ დროს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რომ გა­მო­ა­ცხა­და. ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერც ახლა ვიხ­სე­ნებ იმ შეგ­რძნე­ბას, რაც მა­შინ მქონ­და... მე ძა­ლი­ან ან­ტი­საბ­ჭო­თა ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ბე­ბი­ა­ჩე­მი მარ­თა­ლია მო­გუ­დუ­ლად, მაგ­რამ სტა­ლინ­ზე სულ სა­ში­ნე­ლე­ბებს ჰყვე­ბო­და. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი იყო, ბა­ბუა და ბე­ბია ორი­ვე და­ჭე­რი­ლე­ბი იყ­ვნენ, ბა­ბუა დახ­ვრი­ტეს... ამ ის­ტო­რი­ებ­ზე გაზ­რდილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გო­ნე, ის წუ­თე­ბი არა­სო­დეს არ და­მა­ვი­წყდე­ბა.

იმე­დი მქონ­და ის ჯო­ჯო­ხე­თი აღა­რა­სო­დეს მობ­რუნ­დე­ბო­და, საბ­ჭო­ეთს, რუ­სეთს თავი და­ვაღ­წი­ეთ და დღეს რომ ისევ ჩემი შვი­ლის, მისი თა­ო­ბის სა­ო­მა­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თლა აღარ შე­მიძ­ლია. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე ოღონდ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით, სამ­შობ­ლოს­თვის ბრძო­ლით კი არა, მე­გო­ნა, რომ რა­ღა­ცა­ზე შევ­თან­ხმდით და კი­დევ რომ ასე აგ­რძე­ლე­ბენ, ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა...

რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიკ­ვირს, ჩემი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ადრე, საბ­ჭო­თა დროს ტე­ლე­ვი­ზია, გა­ზე­თი, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო გა­ტყუ­ებ­და, "გაშ­ტე­რებ­და", გა­ზო­მებ­და, ტვინს გი­რე­ცხავ­და... ამის მიღ­მა ვი­ცო­დით, რა ტყუ­ი­ლი იყო რა მარ­თა­ლი და დღეს რომ პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებს უჯე­რე­ბენ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ.გა­მორ­თე ის არხი, რო­მე­ლიც სულ გა­ტყუ­ებს, წადი აქ­ცი­ებ­ზე და შენი თვა­ლით ნახე, რაც ხდე­ბა! სხვა­თა შო­რის რუ­სე­თი პრო­პა­გან­დის მხრივ ყო­ველ­თვის ძლი­ე­რი იყო და გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც. მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­შიც კი ეს სა­კი­თხი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჰქონ­დათ, მთე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობ­და. შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი აშიმ­ში­ლონ, მაგ­რამ ამის­თვის უღირთ. გაზს მო­ი­პო­ვე­ბენ, ნავ­თობს, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყი­ნე­ბო­დეს, ( თან ამ ქვეყ­ნის ყინ­ვე­ბი წარ­მო­იდ­გი­ნეთ) და გა­წი­რონ. ამ დროს ფულს ხარ­ჯა­ვენ ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, გა­ზეთ­ში გავ­ლე­ნე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. ასე­თი ხალ­ხია! ერზე არ შე­იძ­ლე­ბა ასე ხე­ლა­ღე­ბით სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მა­თაც წა­ა­გეს თა­ვი­ან­თი ომი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. რუ­სეთ­შიც იყო კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ხალ­ხი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­დი­ო­და პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხეს, პრო­პა­გან­დით შე­ა­ში­ნეს. რა­საც აქ მცი­რე მას­შტა­ბე­ბით ხე­დავთ, იქ დიდი მას­შტა­ბე­ბით იყო.

გააგრძელეთ კითხვა