ნიკა გვარამია მარნეულის იზოლატორიდან გამოუშვეს - "თავისუფლებაზე ბევრად სჯობს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამია მარნეულის იზოლატორიდან გამოუშვეს - "თავისუფლებაზე ბევრად სჯობს, მაგრამ..."

კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

„თავისუფლებაზე ბევრად სჯობს, მაგრამ სადაც სხვები, იქაც მე. მიტინგზე მეც წავალ დღეს აუცილებლად. როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ პარტია. ამ პროტესტზე ვინც ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი, ვართ როგორც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, სხვებთან ერთად“, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია სამართალდამცავებმა 4 დეკემბერს დააკავეს. მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"