"ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა" - რას კაია კალასი ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ კითხვაზე? - კვირის პალიტრა

"ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა" - რას კაია კალასი ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ კითხვაზე?

ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, მაგრამ არა უკანასკნელი, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაია კალასმა ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ უკანასკნელი არ იქნება. ჯერ კიდევ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, უნგრელ კოლეგებთან ინტენსიურად ვიმუშავე და მომავალშიც ვაპირებ მუშაობას. სხვებიც ასე ფიქრობენ და დაბრკოლებების დასაძლევად სხვადასხვა წინადადებების შეთავაზება მოხდება. საგარეო საქმეთა საბჭოს პირველ შეხვედრაზე ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ არა 100%-ით, ამიტომ ამაზე მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა კაია კალასმა.

"ინტერპრესნიუსი"