"ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია? - კვირის პალიტრა

"ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია?

ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამით ევროკავშირმა თქვა, რომ პარლამენტი, მთავრობის წევრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ, მათთვის არალეგიტიმურები არიან.

"ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა. ამით ევროკავშირმა თქვა, რომ პარლამენტი, მთავრობის წევრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ, მათთვის არალეგიტიმურები არიან“, - წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

"ინტერპრესნიუსი"