რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"