"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - ჩვენ ვირ­ჩევთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ რუ­სეთს და მო­ნო­ბას" - რას ამბობს ექიმი ლაშა უჩავა, რომელიც აქციაზე და­შა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბოდა - კვირის პალიტრა

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - ჩვენ ვირ­ჩევთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ რუ­სეთს და მო­ნო­ბას" - რას ამბობს ექიმი ლაშა უჩავა, რომელიც აქციაზე და­შა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბოდა

ამ დღე­ებ­ში ექი­მებ­საც დიდი შრო­მა უწევთ. გარ­და იმი­სა, რომ აქ­ცი­ებ­ზე და­ზა­რა­ლე­ბულ-და­შა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მკურ­ნა­ლო­ბენ, თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ აქ­ცი­ებ­ში. ექი­მებს შო­რი­საც არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი...

მე­დი­კო­სე­ბის ნა­წილს სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი და და­შა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის იყო ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა. ამას­თან, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ექი­მე­ბის მარშში, რო­მე­ლიც 14 დე­კემ­ბერს მო­ე­წყო.

დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა გვი­წევს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - ჩვენ ვირ­ჩევთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ რუ­სეთს და მო­ნო­ბას. სწო­რედ ამის გამო, ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქუ­ჩა­ში დგა­ნან და მშვი­დო­ბი­ა­ნად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ... მმარ­თველ­მა გუნ­დმა კი ამ მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­სარ­ბე­ვად სას­ტი­კი წე­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა..."გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - ჩვენ ვირ­ჩევთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ რუ­სეთს და მო­ნო­ბას

300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მათ შო­რის, ზოგს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ტრავ­მე­ბი აქვს. ეს შეძ­ლე­ბა იყოს სა­ხის ძვლე­ბის, მხრის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ბე­ჟი­ლო­ბა. რომ არა­ფე­რი ვთქვათ ასო­ბით იმ და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ან­ზე, რომ­ლებ­ზეც გა­მო­ი­ყე­ნეს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი, - ცრემ­ლმდე­ნი გაზი, წი­წა­კის სპრეი. არა­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მო­წო­დე­ბუ­ლია მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სქე­მა - რა რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ან­ზე, რა დროს, რა პრო­ცეს­ში და რა ინ­ტერ­ვა­ლე­ბით უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ახ­ლან­დე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა ეს კონ­ვენ­ცია უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ია­რა­ღი უკონ­ტრო­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნეს, რაც შემ­დგომ­ში ადა­მი­ა­ნებ­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით რა პრო­ცე­სებს გა­მო­იწ­ვევს, ეს დაკ­ვირ­ვე­ბის სა­გა­ნია. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ით, არ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დაშ­ლის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, არა­და, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­თან ერ­თად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა წყლის ჭავ­ლი, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არ იყო სუფ­თა, მას­ში სამ­წუ­ხა­როდ შე­რე­უ­ლი იყო წი­წა­კის სპრეი, რა­საც შსს სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს. ეს ერთი ორად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. იხილეთ სრულად