დასავლეთს თურმე ყველგან თინა კანდელაკი ელანდება - რას აცხადებს კრემლის პროპაგანდისტი დაწესებული სანქციების საპასუხოდ - კვირის პალიტრა

დასავლეთს თურმე ყველგან თინა კანდელაკი ელანდება - რას აცხადებს კრემლის პროპაგანდისტი დაწესებული სანქციების საპასუხოდ

ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ტე­ლე­წამ­ყვან­სა და "გა­ზპ­რომ-მე­დი­ას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს თინა კან­დე­ლაკ­სა და მომ­ღე­რალ ლა­რი­სა დო­ლი­ნას.

დო­ლი­ნა მოხ­ვდა სან­ქცი­ე­ბის მე-15 პა­კეტ­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან. აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში სულ 54 პირი და 30 ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან, ჩი­ნეთ­თან და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან არი­ან კავ­შირ­ში.

სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე შე­ე­ხო 52 ტან­კერს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან ოპე­რი­რე­ბენ. მე­დი­ის ცნო­ბით, გე­მე­ბი "პუ­ტი­ნის ჩრდი­ლო­ვა­ნი ფლო­ტის" ნა­წი­ლია და შემ­დე­გი ტვირ­თი გა­და­აქვთ:

რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი;სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა რუ­სე­თის­თვის;უკ­რა­ი­ნი­დან მო­პა­რულ მარ­ცვლე­უ­ლი. ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა და­მა­ტე­ბით 32 იუ­რი­დი­ულ პირს ჩი­ნე­თი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, ირა­ნი­დან, სერ­ბე­თი­დან და არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან. მათ ბრა­ლად ედე­ბათ ორ­მაგ და­ნიშ­ნულ­ში - სა­ქონ­ლი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­სპორ­ტი რუ­სეთ­ში. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ისი­ნი ხელს უწყო­ბენ რუ­სე­თის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას.ს.

თინა კან­დე­ლა­კი და სან­ქცი­ე­ბის მე­ო­რე სიათინა კან­დე­ლა­კი "დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის" გამო სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა. მას­ში შეყ­ვა­ნი­ლია 16 პირი და სამი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის პრო­პა­გან­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

რას უპა­სუ­ხებს თინა კან­დე­ლა­კი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას? ტე­ლე­წამ­ყვან­მა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი "ტე­ლეგ­რა­მარხზე" შე­ა­ფა­სა. მისი თქმით, "და­სავ­ლეთ­მა სან­ქცი­ე­ბი შოუდ გა­და­აქ­ცია".

გააგრძელეთ კითხვა