“რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, “ცეცხლი ჭამეთ“ - ფოტოები ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქციიდან - კვირის პალიტრა

“რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, “ცეცხლი ჭამეთ“ - ფოტოები ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქციიდან

სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე, ე.წ. დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­თან სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ცნო­ბი­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი, აქ­ტი­ვის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მათ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი აქვთ მი­ტა­ნი­ლი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბიც, წარ­წე­რით - “არ­ჩევ­ნე­ბი“, “რუ­სე­თის ხინ­კალ­ნა­ია არ გავ­ხდე­ბით“, “არ გა­მოვ­კვე­ბავთ რეპ­რე­სი­ულ რე­ჟიმს“, “ცე­ცხლი ჭა­მეთ“ , ასე­ვე ბა­ნე­რე­ბი, რო­მელ­ზეც მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი დე­მონ­სტრან­ტე­ბი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ხე­ლა­ხალ არ­ჩევ­ნებს ითხო­ვენ.

და­გეგ­მი­ლია მსვლე­ლო­ბა, პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟიც.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები