"კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო" - რას წერს პოლიციელი, რომელმაც თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა?
შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც თანამდებობა 3 დეკემბერს პროტესტის ნიშნად დატოვა, გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს
"გამოვედი, მშვიდობაა. მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია ჩემს გათავისუფლებაზე, გამომდინარე აქედან კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო ეს იყო მთავარი მიზეზი. გენინსპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება... მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან, რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს" - წერს პოლიციელი.