"არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას!" - რას წერს ნინი ბადურაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე?
ნინი ბადურაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას და ანრი ჯოხაძეს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან.
ამის შესახებ ის ინსტაგრამის სთორიში წერს.
"არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას! ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ! ყველა კონცერტი გაუქმებულია!" - წერს ნინი.