"დიდი ხა­ნია ვის­მენ ცი­ლის­წა­მე­ბას, ვი­თომ მო­მის­ყი­დეს... ჩემი შემოსავლების 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას, ასე თუ გაგრძელდება, აქეთ დასახმარებლები გავხდებით" - კვირის პალიტრა

"დიდი ხა­ნია ვის­მენ ცი­ლის­წა­მე­ბას, ვი­თომ მო­მის­ყი­დეს... ჩემი შემოსავლების 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას, ასე თუ გაგრძელდება, აქეთ დასახმარებლები გავხდებით"

მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი უერ­თდე­ბა პრო­ტესტს და და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ისიც აუქ­მებს. ამის შე­სა­ხებ სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"წუ­წუნს არ და­ვი­წყებ უბ­რა­ლოდ მო­გიყ­ვე­ბით და დას­კვნა თქვენ გა­ა­კე­თეთ. მთე­ლი 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა მქონ­და და­გეგ­მი­ლი, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის 60-70% ოქ­ტომ­ბერ­ზე, ნო­ემ­ბერ­ზე და დე­კემ­ბერ­ზე მო­დის. ამ შე­მოდ­გო­მა­ზე ერთი ხე­ლის თი­თე­ბიც ზედ­მე­ტია იმის და­სათ­ვლე­ლად რამ­დე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა მქონ­და.

ჩემი შე­მო­სავ­ლის 90% უკავ­შირ­დე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ას (ის 10%-ც იმი­ტომ და­ვი­ტო­ვე ვინ­მე ინ­ტრი­გან­მა არ წა­მო­მა­ძა­ხოს სად­მე რამე) დიდი ხა­ნია ვის­მენ ცი­ლის­წა­მე­ბას, ვი­თომ ჩემს მო­საზ­რე­ბებ­ში მიხ­დი­ან, მო­მის­ყი­დეს და კი­დევ 1000 სი­გი­ჟე.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა მე მჯე­რა რომ ოდეს­მე ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას და­უ­ფას­დე­ბა ის შრო­მა რაც გა­უ­წე­ვია და რა­საც გულ­მოდ­გი­ნედ აკე­თებს. ყვე­ლამ ის უნდა მი­ი­ღოს რა­საც იმ­სა­ხუ­რებს, არც მეტი და არც ნაკ­ლე­ბი. რაც დე­კემ­ბე­რი და­ი­წყო ვი­ღებ უამ­რავ მე­სიჯს რომ და­ვეხ­მა­რო მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს, მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, ბავ­შვებს ვი­საც ნაძ­ვის ხე და ტკბი­ლე­უ­ლი არა აქვთ და კი­დევ ვინ მოთ­ვლის.

ბო­დიშს გიხ­დით ყვე­ლას რომ ვერ ან არ გპა­სუ­ხობთ და რომ გპა­სუ­ხობთ ხში­რად ვი­ლან­ძღე­ბი იმის გამო რომ არ მაქვს. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით ეს უბე­დუ­რე­ბა რაც გვჭირს იცით, რის და ვის გა­მო­ცაა ხომ და ეს თქვე­ნი აგ­რე­სია მი­მარ­თეთ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით! ახლა ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს სფე­რო­ში რომ თუ ასე გაგ­რძელ­და აქეთ და­სახ­მა­რებ­ლე­ბი გავ­ხდე­ბით.

კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ არ ვწუ­წუ­ნებ და არც თავს ვა­ცო­დებ ვინ­მეს. ოპ­ტი­მის­ტი ვარ და ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ას ბევ­რჯერ მქო­ნია (სამ­წუ­ხა­როდ).

p.s. მირ­ჩევ­ნია მში­ე­რი ამომ­ძვრეს სული ვიდ­რე რუ­სე­თის ტ***ში ვზე­ი­მობ­დე რა­მეს.

სა­ქარ­თვე­ლო უნდა გა­დარ­ჩეს!" - წერს სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი.