„ბიბლუსის“ ქსელში სრულ საახალწლო კოლექციაზე ახალი შეთავაზება ჩაეშვა: 40% ფასდაკლება + 30% ქეშბექი თიბისის ბარათით გადახდისას - კვირის პალიტრა

„ბიბლუსის“ ქსელში სრულ საახალწლო კოლექციაზე ახალი შეთავაზება ჩაეშვა: 40% ფასდაკლება + 30% ქეშბექი თიბისის ბარათით გადახდისას

„ბიბლუსის“ სრულ საახალწლო კოლექციაზე ახალი შეთავაზება დაიწყო: 40% ფასდაკლება + 30% ქეშბექი თიბისის ნებისმიერი სადებეტო და საკრედიტო ბარათით გადახდისას. ხოლო თუ ახალი თიბისი ბარათით გადაიხდის მომხმარებელი, 50% ქეშბექს დაიბრუნებს. პირობა ვრცელდება 22 დეკემბრის ჩათვლით. საყურადღებოა, რომ „ბიბლუსი ჯგუფის“ ბრენდები „პეპელა“ და „XS სათამაშოები“ მომხმარებლებს ასევე სთავაზობენ ქეშბექ კამპანიას. შესაბამისად, მომხმარებელი შეძლებს ყველა ბრენდის ჭრილში ჯამურად, მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობის ქეშბექის დაბრუნებას.

„ბიბლუსისა“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი თითქმის მესამედ ფასად შეიძენს მსოფლიო მასშტაბის ბრენდების პროდუქციას. კოლექცია მოიცავს 2025 წლისთვის განსაკუთრებულად ტრენდულ რეტრო სტილის აქსესუარებს. მრავალფეროვან ასორტიმენტში მომხმარებელი იხილავს:

· ნაძვის ხეებსა და სათამაშოებს;

· საახალწლო სოფელს, განათებას და დეკორაციებს;

· დისკოს ბურთების, მაკნატუნებისა და კერამიკული ნაკეთობების კოლექციას.

ბიბლუსის საახალწლო ფესტივალს მომხმარებელი მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდა და მიუხედავად „ბიბლუსი ჯგუფის“ გადაწყვეტილებისა, რომ დღეისათვის ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციის გამო ღონისძიება გაეუქმებინა, საზოგადოების ინტერესი მაინც მაღალია. სწორედ ამიტომ, შეთავაზება „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში ვრცელდება, ხოლო ზოგიერთ ყველაზე დიდ ფილიალში სრული საახალწლო კოლექციაა წარმოდგენილი:

თბილისი:

· ა. მიშველაძის ქ. 4 (ვაკის პარკი, სამუშაო დრო: 10:00-23:00 სთ.)

· ი. ჭავჭავაძის გამზ. 2 (სამუშაო დრო: 09:30-23:00 სთ.)

· ს. კანდელაკის ქ. 7 (სამუშაო დრო: 09:30-22:00 სთ.)

· ვაჟა-ფშაველას გამზ. 70 (სითი მოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

· აღმაშენებლის გამზ. მე-16 კმ. (თბილისი მოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

· შ. რუსთაველის გამზ. 2/4 (გალერია თბილისი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

ქუთაისი:

· შ. რუსთაველის ქ. 4 (სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

ბათუმი

· მ. აბაშიძის გამზ. და ვაჟა- ფშაველას ქ. კვეთა 52/16 (სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

· შ. ხიმშიაშვილის 29 (ბათუმი გრანდმოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

გარდა ამისა, პრემიუმ კლასის ბრენდების, როგორიც არის: Goodwill, Christmas Inspiration და GMC, პროდუქცია „ბიბლუსის“ ზოგიერთ ფილიალში საახალწლო შეთავაზების ფარგლებში 30%-იანი ფასდაკლებითაა წარმოდგენილი.

R