"ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ"
გუშინ "მთავარი არხის“ ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი მაკა ცინცაძე სოციალურ ქსელში არც თუ კორექტულად მოიხსენია.
"ამ ქალს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩემი ხმის რეჟისორი იყო რადიოში, ყოველთვის ისეთი შტერი იყო, არასოდეს სერიოზულად არ მიმიღია. მერე თმები რომ გადაუჭიმეს და თოჯინად დასვეს პირველ არხზე, სასაცილოდ არ მეყო...“ - დაწერა ეკა კვესიტაძემ და ასევე მაკა ცინცაძის პირად ცხოვრებაზე მიანიშნა.
კოლეგის კრიტიკას მაკა ცინცაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მაკა წერს, რომ ის ფსკერზე არასოდეს დაეშვება, რომ მოწინააღმდეგეების ენაზე ისაუბროს და ასევე კვესიტაძეს იმ დროზე მიანიშნებს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს პირადი ცხოვრების გადასაღებად კამერებს უმონტაჟებდნენ.
მაკა ცინცაძე:"კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო. არ გვავიწყდება, რომ ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ასე გააგრძელეთ.
მოგვიანებით ეკა კვესიტაძემ საკუთარი სტატუსიდან ის მონაკვეთი, რომელშიც ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე მიანიშნებდა, ამოიღო. თუმცა, მაკა ცინცაძემ კოლეგის საპასუხოდ მისი სტატუსის თავდაპირველი ვერსია გააზიარა.