ილჰამ ალიევის სკანდალური განცხადება თბილისურ პროტესტზე - "ხედავთ, ისევ მაკრონის ყურები ჩანს" - კვირის პალიტრა

ილჰამ ალიევის სკანდალური განცხადება თბილისურ პროტესტზე - "ხედავთ, ისევ მაკრონის ყურები ჩანს"

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უცხოურ მედიასთან საუბრისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ სიტუაციაშიც კი ჩაერია საფრანგეთის პრეზიდენტი:

"კარგია, რომ ახლა საქართველოში სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის და ხედავთ, ისევ მაკრონის ყურები ჩანს. ადამიანი ვერ ჩერდება თავის ქვეყანაში, უნდა საქართველოში შეძვრეს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

პრეზიდენტ ალიევის თქმით, საქართველო აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია, სწორედ ამიტომ, საქართველოში დესტაბილიზაცია ორთავე ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა. კერძოდ, ბაქოს აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პარიზი სომხეთს შეიარაღებას აწვდის.