რუსები კოსმოსიდან "გამოიჭირეს" - პუტინის არმია სირიიდან გარბის?!
სირიაში ბაშარ ასადის 24 წლიანი რეჟიმის ჩამოშლიდან მეათე დღესაც ბოლომდე არ არის გარკვეული, იტოვებს თუ არა თავის სამხედრო ბაზებს კრემლი ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში...
უფრო სწორედ, გაირკვა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ყველა ის პატარა სამხედრო გარნიზონი, რომლებიც რუსეთის არმიას მოწყობილი ჰქონდა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე დედაქალაქ დამასკოში, დაიხურა და იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო და საავტომობილი ტექნიკა თავისი სვლით გაემართა ორი ძირითადი რუსული სამხედრო ბაზისკენ - ჰმეიმიმიში და ტარტუსში...
(ფოტო: როდესაც ჰმეიმიმის აეროდრომის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მორიგეობიდან ხსნიან С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას და მას სატრანსპორტო „რუსლანში“ დასატვირთად ამზადებენ,ნიშნავს ეს თუ არა,რომ პუტინი შეურიგდა სირიაში რუსული სამხედრო ბაზების დაკარგვას?)