"აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი" - ვანო მაჭავარიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე, ვანო მაჭავარიანი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. მას ქალიშვილი გარდაეცვალა.
"დიდი უბედურება დაგატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალო მოგვეცი ძალა დავძლიეოთ ეს უდიდესი განსაცდელი.
პანაშვიდები დღეს და ხვალ დღის განმავლობაში და საღამოს (საცობების თავიდან ასაცილებლად, საღამოს 8 მერე), გასვენება შაბათს დღის 2 სთზე სახლიდან. მისამართი: აკაკი გელოვანის პირველი შესახვევი (არა ჩიხი) სახლი 7", - წერს ვანო მაჭავარიანი.