"მარიამი ასეთი გავიცანით 2014 წელს, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი" - რას წერს მარიამ მაჭავარიანზე ამერიკული აკადემია
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია მათი კურსდამთავრებულის - მარიამ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
"გვიწევს გაცნობოთ ძალიან სამწუხარო ამბავი : ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი - გარდაიცვალა მარიამ მაჭავარიანი, აკადემიის 2018 წლის კურსდამთავრებული.
გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მარიამის მშობლებსა და ძმას, ალექსანდრეს.განსაკუთრებით ვუსამძიმრებთ მის დედას, ლესლი როჯერსს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ჩვენს სკოლას, აკადემიის მშობელთა საბჭოს წევრის სტატუსით.
მარიამის მშობლებს ვუსურვებთ გამძლეობასა და ძალას ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის ტვირთვისთვის.
მარიამი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენს გულებში, სხვა უდროოდ წასულ, ჩვენთვის ძვირფას მოსწავლეებთან ერთად.
ფოტო: აკადემიის არქივი
მარიამი ასეთი გავიცანით 2014 წელს"