ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი. შევხდეთ ერთად! , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე“ დაანონსებულ საახალწლო პროტესტთან დაკავშრებულ აქტივობას. სოციალურ ქსელში მოქალაქეების ორგანიზებით, 31 დეკემბერს 23:00 საათზე "ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამეს“ იგეგმება. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აპირებენ შეიკრიბებიან. "ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური - ქართველი ხალხი“, - წერია ღონისძიების აღწერაში. "ინტერპრესნიუსი"