“ჩემი “ბოლტის“ კურიერი 19 წლის გახდა... დიდ ვალში ვარ ჩემს შვილთან, მძიმე ტვირთად დააწვა ყველაზე კრიტიკულ ასაკში ჩემი მდგომარეობა“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ნიკოლოზ სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

“ჩემი “ბოლტის“ კურიერი 19 წლის გახდა... დიდ ვალში ვარ ჩემს შვილთან, მძიმე ტვირთად დააწვა ყველაზე კრიტიკულ ასაკში ჩემი მდგომარეობა“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ნიკოლოზ სააკაშვილზე

“ჩემი “ბოლ­ტის“ კუ­რი­ე­რი დღეს 19-ში, 19 წლის გახ­და,“ - სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვაჟს, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს და ამა­ღელ­ვე­ბელ ის­ტო­რი­ებს იხ­სე­ნებს.

“ნი­კუ­შა ახლა რო­მე­ლი­ღაც შო­რე­ულ აზი­ურ ქვე­ყა­ნა­შია (ჩვენც არ გვე­უბ­ნე­ბა რო­მელ­ში) და სწავ­ლობს იქა­ურ ენას. მა­ნამ­დე კარ­გად ის­წავ­ლა ია­პო­ნუ­რი.

სკო­ლა­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად.თბი­ლის­ში “ბოლ­ტის“ კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და თით­ქმის ერთი წელი. აზი­ა­ში ხე­ლახ­ლა წას­ვლის წინ კი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­ხით მო­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლო. (მხო­ლოდ 3-4-ჯერ ისარ­გებ­ლა ავ­ტოს­ტო­პით)