"5 წე­ლია ოთხმა ლა­ჩარ­მა კა­ცუ­ნამ ცხოვ­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ წვა­ლე­ბად გვიქ­ცია... ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლის გამო, ტან­ჯვა-წა­მე­ბად გვექ­ცა" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე? - კვირის პალიტრა

"5 წე­ლია ოთხმა ლა­ჩარ­მა კა­ცუ­ნამ ცხოვ­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ წვა­ლე­ბად გვიქ­ცია... ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლის გამო, ტან­ჯვა-წა­მე­ბად გვექ­ცა" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 5 წლის წინ მძი­მედ დაჭ­რეს. ამ დრომ­დე ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. გამსახურდიას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ზუს­ტად 5 წელი გახ­და ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლის გამო, ტან­ჯვა-წა­მე­ბად გვექ­ცა. ბრძო­ლა სი­ცო­ცხლის­თვის, ბრძო­ლა მი­ლი­მეტ­რო­ბით წინსვლის­თვის, ბრძო­ლა გარ­თუ­ლე­ბე­ბის დაძ­ლე­ვი­სა და თა­ვი­დან და­წყე­ბის­თვის, ბრძო­ლა სუ­ლი­ე­რი წო­ნას­წო­რო­ბი­სა და გამ­ძლე­ო­ბის­თვის; რაღა და­გი­მა­ლოთ, და, ბრძო­ლა ღრმად ავად­მყო­ფი, უმო­რა­ლო სექ­ტის მო­გე­რი­ე­ბის­თვის...

5 წე­ლია ოთხმა ლა­ჩარ­მა კა­ცუ­ნამ ცხოვ­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ წვა­ლე­ბად გვიქ­ცია, 5 წე­ლია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ უცხო­ეთ­ში სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა თუ აპა­რა­ტუ­რის ძი­ე­ბა-მო­პო­ვე­ბა­დაა ქცე­უ­ლი. 5 წე­ლია ვერ ვდუნ­დე­ბით ვერ­ცერ­თი წუთი, ვერ­ცერ­თი დღე და ვერ­ცერ­თი ღამე… 5 წე­ლია ცოტ­ნეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში არ უშ­ვებს… 5 წლის წინ, ზუს­ტად ამ დროს, მე და კონ­სტან­ტი­ნე სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბით სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში გა­დაყ­ვა­ნილ ცოტ­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერ­თად ვა­დე­ქით თავ­ზე, და, 5 წლის შემ­დეგ, აი, ახ­ლაც, ერ­თად ვართ ცოტ­ნეს­თან. გი­ორ­გიც მალე ჩა­მო­ვა, რო­გორც მა­შინ, 5 წლის წინ…" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი,

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 2019 წლის, 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. გამსახურდიას ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა და სასწრაფოს მოსვლის დროს ის უგონოდ იმყოფებოდა. ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.