ნოემბერში დაკარგული მონაზონი გარდაცვლილი იპოვეს - "მამა ეპიფანეს სხეული წმინდა მთის სამხრეთ ნაწილში, კლდოვან ნაპირებზე იპოვეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოს უწყებანი?
ათონის წმინდა მთაზე ნოემბერში დაკარგული მონაზონი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საპატრიქროს უწყებანი ავრცელებს.
"ათონის წმინდა მთაზე ნოემბერში დაკარგული მონაზონი გარდაცვლილი იპოვეს ათონის ქსენოფონტის მონასტრის მონაზონი ეპიფანე,
რომელიც დაკარგულად ითვლებოდა გარდაცვლილი იპოვეს. ქსენოფონტის მონასტერი ათონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ხოლო მამა ეპიფანეს სხეული წმინდა მთის სამხრეთ ნაწილში, კლდოვან ნაპირებზე იპოვეს, მონოქსილიტის სკიტის მახლობლად.
ათონის პოლიციამ და სახანძრო სამსახურმა ცხედარი მატერიკზე გადაიტანეს. სავარაუდოდ ექსპერტიზა სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის კრიმინოგენურ ლაბორატორიაში ჩატარდება. გამოძიებას ათონის მთის საპორტო ადმინისტრაცია ატარებს.
მონაზვნის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება ქსენოფონტის მონასტრიდან კარიესში 29 ნოემბერს შევიდა," - ვკითხულობთ საპატრიქროს უწყებანის გვერდზე.