"ბიძინას ამით თითქოს იმის თქმა უნდა, რომ მისი ერთგულებისთვის დაზარალებულებს ის იცავს და აჯილდოებს" - რას წერს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"ბიძინას ამით თითქოს იმის თქმა უნდა, რომ მისი ერთგულებისთვის დაზარალებულებს ის იცავს და აჯილდოებს" - რას წერს გია ხუხაშვილი?

გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეხმაურება:

"გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ეს არის სისტემის ჩამოშლის პრევენციის ისტერიული, იაფფასიანი მცდელობა, რასაც ბუნებრივია არც ერთი პოლიციელი არ ჭამს.

ბიძინას ამით თითქოს იმის თქმა უნდა, რომ მისი ერთგულებისთვის დაზარალებულებს ის იცავს და აჯილდოებს.

სინამდვილეში ყველაფრის თავი და თავი სისტემის ჩამოშლის უკიდეგანო შიშია, თორემ სინამდვილეში გომელაურიც ისევე კიდია, როგორც ნებისმიერი სხვა მოსამსახურე…" - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ­შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.