"მე მგონი ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი" - რას წერს გახარია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე - კვირის პალიტრა

"მე მგონი ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი" - რას წერს გახარია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე

"მე მგონი ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი", - ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან დაკავშირებით წერს.

კერძოდ, გახარიას მხედველობაში აქვს, ალენ ბერსეს დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვით, " მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება".

ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.