"ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში?

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივანის, ალენ ბერსეს მიერ დღეს გაკეთებული განცახდებების საპასუხოდ წერს:

"ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად. მაშინდელი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის, ვალტერ შუმერისთვის, ძალზე უადგილო და წარუმატებელი ვიზიტი აღმოჩნდა.საერთოდ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა "პოდმოსკოვიეში" უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.