სიყვარულის მოძღვარი 31 წლის გახდებოდა - რა ინფორმაცია ვრცელდება წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარიის "ფეისბუქზე"? - კვირის პალიტრა

სიყვარულის მოძღვარი 31 წლის გახდებოდა - რა ინფორმაცია ვრცელდება წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარიის "ფეისბუქზე"?

მამა თეიმურაზის დაბადების დღეს, წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში, ჩაბრძანდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის წერაც ხატმწერს ამ ტკბილი მოძღვრის გარდაცვალებამდე ჰქონდა დაწყებული. ხვალიდან ხატი დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაივანებს.

"ღვთისმშობლის ხატი, რომლის შექმნაც მამა თეიმურაზის სიცოცხლეში დაიწყო და მის დაბადების დღეს, 11 დეკემბერს ჩამობრძანდა ჩვენს ეპარქიაში, ხვალ 21 დეკემბერს წაბრძანდება სოფელ დიდ ჩაილურში. ხვალიდან, სამუდამოდ დაივანებს ხატი დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გააცილოთ დედა ღვთისმშობლის ხატი წმ. დოდო გარეჯელის ტაძრიდან დაახლოებით 09:30 სთ-ზე. დიდ ჩაილურში ხატს დახვდება მამა გიორგი და წირვის შემდეგ შესრულდება პარაკლისი. შეგეწიოთ დედა ღვთისმშობელი" - წერია წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდზე.

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე 21 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა. დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, 24 აგვისტოს, წმინდა დოდო გარეჯელი სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.