გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა - რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე? - კვირის პალიტრა

გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა - რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე?

მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლახანს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, „ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ“.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"