"შოლცი ახლავე უნდა გადადგეს - არაკომპეტენტური მასხარა" - რა განაცხადა ილონ მასკმა - კვირის პალიტრა

"შოლცი ახლავე უნდა გადადგეს - არაკომპეტენტური მასხარა" - რა განაცხადა ილონ მასკმა

ილონ მასკი გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც მასკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აღნიშნულის გამო ოლაფ შოლცი უნდა გადადგეს.

„შოლცი ახლავე უნდა გადადგეს. არაკომპეტენტური მასხარა“, - წერს ილონ მასკი.

შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.