"ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი სურვილის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ" - რას ამბობს ხატია ბუნიათიშვილი CNN-თან ინტერვიუში? - კვირის პალიტრა

"ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი სურვილის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ" - რას ამბობს ხატია ბუნიათიშვილი CNN-თან ინტერვიუში?

ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა პი­ა­ნის­ტმა ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა და თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­ან­თი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამო ის­ჯე­ბი­ან.

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია საკ­მა­ოდ რთუ­ლია და, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ერთი პა­ტა­რა, მაგ­რამ მშვე­ნი­ერ და კულ­ტუ­რუ­ლად და ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან მდი­დარ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მშვი­დო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უწევ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ორი რამ არის ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დი­ლე­მის წი­ნა­შე იდგა და ეს ყო­ველ­თვის რთუ­ლი იყო.

დღეს რა­საც ვხე­დავთ, მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან ვხე­დავ, რომ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი - ქუ­ჩებ­ზე ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან - ისი­ნი რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს გულ­წრფელ, პა­ტი­ო­სან ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ. გააგრძელეთ კითხვა